დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

32-ე ბატალიონის მეოთხე ნაკადი ავღანეთში გაემგზავრა 09.01.2021 17:29

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 32- ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობის გადასროლა გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ამჯერად ავღანეთში ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მეოთხე ნაკადი გაემგზავრა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატო- ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიას ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. უახლოეს დღეებში როტაცია დასრულდება და 32- ბატალიონი უფლებამოსილებას მე-13 ბატალიონისგან სრულად გადაიბარებს. III ქვეითი ბრიგადის 32- ბატალიონმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი და ოთხთვიანი ინტენსიური მომზადების ყველა სხვა ეტაპი საქართველოში გაიარა.

32- ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩაუტარდა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge ნანა კირცხალია

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ