დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ფოთში პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით სამი აქტივისტი დააკავა - ისინი ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ 09.01.2021 20:23

ფოთში პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივები მერის ადმინისტრაციულ შენობასთან ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მერიიდან მათ არავინ გამოხმაურებია, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მათი განცხადებით, ფოთის მერის მეზობლები და ახლობლები დახვდნენ. მათივე თქმით, მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით სამი აქტივისტი დააკავა. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

 

"დღეს თევზის სუნთან დაკავშირებით მერიასთან შევიკრიბეთ, შემდეგ მერს ვთხოვეთ მოსულიყო და პასუხი გაეცა იმ კითხვებზე რაც გვაწუხებდა, მერმა უგულებელყო ჩვენი მოთხოვნა და გვითხრა, რომ არ მოვიდიდა, შემდეგ გადავინაცვლეთ მის სახლთან და იქ ვაპირებდით პროტესტის გაგრძელებას, მაგრამ იქ დაგხვდა პოლიციელები, ასევე, ალბათ მერის ახლობლები და მეზობლები. მოხდა დაპირისპირება, გადაიზარდა ჩხუბში და დააკავეს სამი აქტივისტი ერთი გოგო და ორი ბიჭი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. ახლა მიმდინარეობს მათი პროცესი, გვითხრეს გოგონას დღეს გამოუშვებენ, ხოლო ხვალ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება ორ ბიჭს“,- განაცხადა აქციის მონაწილე ანა ჯოჯუამ.

 

შეგახსენებთ, დღეს, ფოთში ადგილობრივებმა თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს. ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ