დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

„50 საუკეთესო ადგილი 2021 წელს დისტანციური მუშაობისთვის“ - საქართველო, თბილისი მეორე ადგილზეა! - 7TRAVEL-ი 09.01.2021 22:43

გამოცემა 7TRAVEL (bigseventravel.com) დისტანციური საქმიანობის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს. „50 საუკეთესო ადგილი 2021 წელს დისტანციური მუშაობისთვის“, ასე ჰქვია ვრცელ წერილს, სადაც ჩამოთვლილია მსოფლიოს 50 ქვეყანა და მთავარი ქალაქები. საქართველო, თბილისი დისტანციური საქმიანობის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესოთა შორის მე-2 ადგილზე აღმოჩნდა! პირველ ადგილზე ესტონეთი და ტალინია. 

 

როგორც გამოცემა წერს, დღითი დღე იზრდება დისტანციურად მომუშავეთა რიცხვი, პლუს ბევრია ხეტიალის, ახლის ძიების მოყვარული. მარტივად რომ ვთქვათ, დისტანციური მუშაობა არის მომავალის საქმიანობა და ის სწრაფად მიდის წინ, ვითარდება. „სწორედ ამიტომ, ჩვენ შევადგინეთ საუკეთესო ქალაქების ჩამონათვალი 2021 წელს დისტანციურად მუშაობისთვის“, წერს გამოცემა. შემდეგ მოცემულია ვრცელი სია, იმ ქვეყნებისა და ქალაქების, სადაც 2021 წელს კარგად არის შესაძლებელი დისტანციურად მუშაობა.

გამოცემის შეფასებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თბილისი დიდ ნაბიჯებს დგამდა ციფრულ სამყაროში. კავკასიის რეგიონში, საქართველოს დედაქალაქს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. მრავალფეროვანი კვებიდან დაწყებული გრძელი და რთული ისტორიით დამთავრებული. მყინვარი კავკასიონის მთებიდან ბათუმის შავი ზღვის სანაპიროს ნაპირებამდე - ქვეყანა ვიზუალურად მიმზიდველია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ