დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

უმცროსი დონალდ ტრამპი: „მთელი მსოფლიო ამერიკას დასცინის, მაო, ლენინი და სტალინი კი იღიმიან“ 09.01.2021 23:17

დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი Twitter-ზე ეხმაურება სოციალური ქსელის მიერ მამამისის ანგარიშების დაბლოკვას და წერს: 

„მთელი მსოფლიო ამერიკას დასცინის, მაო, ლენინი და სტალინი კი იღიმიან. შეუძლიათ თუ არა დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს პრეზიდენტისთვის ცენზურის დაწესება? სიტყვის თავისუფლება მკვდარია და იგი ძლიერი მემარცხენეების მიერ კონტროლდება“, – წერს უმცროსი დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ „ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში სამუდამოდ დახურა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ