დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

მიხეილ სარჯველაძე: „დაახლოებით, 1 500 პატიმარს უშუალოდ შეეხება ამნისტია და 6 000-მდე პრობაციონერის სტატუსს შეცვლის“ 10.01.2021 15:51

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შეჯერებული ვერსია გამოქვეყნებულია და საზოგადოებას შეუძლია, გაეცნოს:

 

 

„არის შეჯერებული ვერსია, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს მზადყოფნა, რომ პარლამენტი მას გაიზიარებს და იქცევა კანონად. დაახლოებით 1 500 პატიმარს უშუალოდ შეეხება ეს ამნისტია, დაახლოებით 6 000 პრობაციონერის სტატუსს შეცვლის ეს და ასევე 4 000 ადამიანი, რომელსაც დაკისრებული აქვს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით შესაბამისი ჯარიმები, ეს ჯარიმებიც ამნისტირებას ექვემდებარება.

80-ზე მეტია მუხლების რაოდენობა, რასაც კანონი ითვალისწინებს. გარკვეულ შემთხვევაში, იქ, სადაც მხოლოდ პირველ ნაწილებზე გვქონდა აქცენტი აღებული და ამას ითვალისწინებდა კანონპროეტი, დაემატა ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთი დამამძიმებელი გარემოებით მომდევნო ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები, უპირატესად იქ, სადაც დამამძიმებელ გარემოებას რამე ძალადობრივი აქტი არ წარმოადგენდა, არამედ იყო მაგალითად ოდენობა განმსაზღვრელი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების პირობით იქნა დაშვებული გარკვეული გაფართოების შესაძლებლობა ამნისტიისთვის.

ძალიან მნიშნველოვანია, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს კანონით განსაზღვრული შეღავათები კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ამიტომ გავითვალისწინეთ კონკრეტული პერიოდი, რომელის განმავლობაშიც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო ვალდებული იქნებიან, განიხილონ ეს საკითხი, შესაბამისად, კონკრეტული კუთვნილი შეღავათით სარგებლობა მიანიჭონ იმ კონკრეტულ პირებს, ვისაც შეეხება ამნისტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ