დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ამირან სალუქვაძე: „ეს არაა ჩვენი პარლამენტი, ეს კაპიტოლიუმია - დაასრულეთ ამათთან ლაპარაკი!“ 10.01.2021 17:08

ამირან სალუქვაძის პოსტი:

კარგად წაიკითხეთ რასაც ვწერ.
ეს არაა ჩვენი პარლამენტი. ეს კაპიტოლიუმია. ვიდეოს ბოლოში ჩვენთვის კარგად ცნობილი ადამ კინზინგერის "ტვიტია". ამტყუნებს "პატრიოტებს", ამ შტურმის და პოლიციელისთვის აირწინაღის ჩამოხსნის გამო. ამ და სხვა ჩანაწერში, ის და უამრავი სხვა კონგრესმენი და სენატორი განვითარებულ მოვლენებს აჯანყებას უწოდებენ, დისტანცირდებიან, პროტესტანტებს ბრჭყალებში პატრიოტებად ("patriot") მოიხსენიებენ, საუბრობენ ცრუ ლიდერებზე, რომელთა გამო დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის გმირულად ერთი პოლიციელი.
ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა ტრამპის იმპიჩმენტი დასაშვებად ჩათვალა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპს ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაძლოა, იმპიჩმენტი გამოუცხადონ, რის გამოც ის შემდგომში პრეზიდენტობისთვის ვეღარ იბრძოლებს. ჰოდა, აქაური ვაი-პოლიტიკოსები და მათი გამხმოვანებლები, პარალელებს რომ ავლებდით, ახლა კარგად დააკვირდით რა განცხადებებს აკეთებენ აშშ-ს ორთავე პარტიის წარმომადგენლები და რა პროცესები ვითარდება. ამიტომ, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, დაასრულეთ რაუნდომანია, ბოლომდე მიიყვანეთ სს საქმეები. ვისაც სურს შესვლა პარლამენტში, იმის მიუხედავად, რომ არ იმსახურებენ, შევიდნენ, ვისაც არა და კიდევ 200 პარტიაა. დაასრულეთ ამათთან ლაპარაკი. უკრაინის პრეზიდენტს და ელჩს კარგად აუხსენით, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის რევოლუციური მოწოდებები აღარაა ტრენდული. 
ადრეც მაქვს ბევრჯერ დაწერილი და გავიმეორებ: მოგწონთ თუ არა, პოლიტიკოსებო, მიეჩვიეთ საარჩევნო ციკლებით ცხოვრებას!

 

 

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ