დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი ცუცქირიძე: „ეს იქნება უმძიმესი ოთხი წელი - დემოკრატები წავლენ სიტყვის თავისუფლების მაქსიმალურ შეზღუდვაზე, რასაც მოჰყვება დიდი ქაოსი“ 10.01.2021 21:12

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

ის რაც ამერიკაში ხდება, ყოველ შემთხვევაში რა ინფორმაციაც მოდის, ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს იქნება უმძიმესი ოთხი წელი. ამერიკაში დღეს არის სერიოზული ეგზისტენციური სისტემური კრიზისი. ამერიკაში მოსალოდნელია მალე ისეთი პროცესების დაწყება , პროგნოზსაც ნაკლებად რომ ექვემდებარება. ვინმეს ხომ არ დაავიწყდა ფლოიდის მკვლელობა და მასობრივი პროტესტის ანატომია, დროებით ამ არჩევნებმა და კოვიდ პანდემიამ რომ დააპაუზა?, რასაც ემატება ტრამპზე ჩემი აზრით ეფემერული გამარჯვების გამო, კუდიანებზე ნადირობის ცდუნებაც. აქედან გამომდინარე, ამ კრიზისის დაძლევის შანსები არც თუ დიდია. დემოკრატებს გაუჭირდებათ, სისტემური ტრანსფორმაციის განახორციელება, რადგან მაშინ საკუთარ დამფინანსებლებს, იგივე ამაზონს, და სხვა მონოპოლისტებს უნდა დაუპირისპირდენ, ამიტომ ტრამპი 2 რომ არ მიიღონ, არის საფრთხე, რომ წავლენ სიტყვის თავისუფლების მაქსიმალურ შეზღუდვაზე, რის ნიშნებიც უკვე აშკარაა და ამ შიშის გამო, ბიო პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტალიაზე, და არის შანსი ამ რადიკალური პოლიტიკის შედეგად პერიფერიებში და აქაც დიდი ქაოსი მივიღოთ, თუნდაც რუსულ ვექტორზე არ გადახრის შიშით.
კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ ნებისმიერი რადიკალური კონცეფცია, საბოლოოდ მიდის ჯერ დიქტატურისკენ და შემდეგ თვითგანადგურებისაკენ და ნეო ლიბერალური პარადიგმაც ამას ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივები უკვე განიხილავს ქალის და კაცის (He and She )ტერმინთა დეფინიციის საკითხს, ანტიდისკრიმინაციულ საკანონმდებლო პაკეტში. თუ გავიხსენებთ, რომ დემოკრატების მხარდამჭერი ფემინისტური მოძრაობა, აქტიურად განიხილავს სიტყვა humanitis, შეცვლას უკვე სიტყვა man ის გამო, როგორც ქალისათვის დისკრიმინაციულის, არც ეს ინოვაცია არის ფანტასტიკის სფერო, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას არა მხოლოდ ამერიკაში. ისე თავის დროზე ბევრს ხომ ეგონა ფემინისტური მოძრაობა ქალთა დისკრინაციას რომ ებრძოდა და მართალიც იყო მიზანს, რომ მიაღწევდა, ქალთა უფლებების დაცვის, კარიერულ თუ სახელფასო გათანაბრების მხრივ, გაჩერდებოდა, მაგრამ ვაი, რომ ვერ გაჩერდენ და ვერც გაჩერდებოდენ, ვინც არ იცის ფილოსოფიური ვნებანი, ნებისმიერი რადიკალური გადახრა მიდის ბოლომდე ანუ თვითგანადგურებამდე. იგივე ჰიტლერმა უკვე 39 წელს ხომ ფაქტიურად პირველ მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიები და გერმანიაც აღადგინა, ხომ ეგონა ევროპას რომ გაჩერდებოდა და რატომ არ გაჩერდა და მესამე რაიხის მსოფლიო მართველობა რატომ მოინდომა, გადაკვეთა წითელი ხაზები და შეიჭრა პოლონეთში? მაგ გაჩერების წერტილის ვერ გათავისების და ასევე ძალაუფლების ვერდათმობის გამო.
სამწუხაროდ, ისტორია მეორდება და ყველა კრიზისში შესული ზე- სახელმწიფოს ბოლო არის ეს, რაც გალაქტიონმა გარითმა კონგენიალური სულისკვეთებით:
"და რადგან აქილიკებენ,
და რადგან ვერ იგერიებს,
ადგა და გაქალაქებით აშინებს პერიფერიებს.
და სანამ ოხერტიალი ჩაძირავს ჩასაძირავებს,
ტყვიშელი პროვინციალი,
სამყაროს ააყირავებს".
მაგიტომაც მოკლეს და გადმოაგდეს ფანჯრიდან, ამიტომ მოკლეს ილია და ზვიად გამსახურდიაც.
რეალურად მალე გამოჩნდება, თუ რა ისწავლა ამერიკის პილიტისტებლიშმენტმა მსოფლიოს მწარე გამოცდილებიდან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ