დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს 11.01.2021 12:58

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების  თანამშრომლების მიერ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო 22 კილოგრამი თუთუნი და 3120 ღერი სიგარეტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192- მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.


აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271- მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ