დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ნათია თურნავა - ბაზრობებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ახალი სტანდარტების შემოღებაზე ვმუშაობთ 11.01.2021 13:45

ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი სენსიტიური თემაა და პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, თებერვლიდან განხორციელებულმა შეზღუდვების შემსუბუქებამ ეპიდემიოლოგიური სტატუს-კვო არ დააზიანოს.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, პირველ თებერვლამდე ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ რეჟიმს, რაც ყველა აქამდე შეზღუდული აქტივობის იგივე რეჟიმში გაგრძელებას გულისხმობს.

 

თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ არასასურსათო ვაჭრობა, არამხოლოდ მაღაზიები, ბაზრობები, მუნიციპალური ტრანსპორტი სენსიტიური თემაა და პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ და შევძლოთ თებერვლიდან შემსუბუქება რეალისტური იყოს. არ დააზიანოს ის სტატუს-კვო, რაც ეპიდემიოლოგიურად გვაქვს“,-აცხადებს თურნავა.

 

თურნავას თქმით, დარჩენილი 2-3 კვირის განმავლობაში იმსჯელებენ, თუ რა ფორმით მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება.

 

„არ მინდა მოვლენებს გავასწრო. პირველი თებერვლიდან რა რეჟიმიც ამოქმედდება, ამაზე დარჩენილ დროში, 2-3 კვირაში ვიმუშავებთ. ყველაზე დიდი ალბათობაა ვაჭრობა, ვაჭრობამ დაამტკიცა, რომ შეუძლიათ ძალიან მკაცრად დაიცვან წესები, თუმცა, ამ დღეებში კიდევ ვიმუშავებთ. ვმსჯელობთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მეტი კონკრეტიკა ამ დღეებში გამოიკვეთება. სტატისტიკაში უნდა იყოს ყოველდღიური ინფიცირების დაღმასვლა, ჯერ მაინც მაღალია“,-აცხადებს თურნავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ