დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა 11.01.2021 14:47

 

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.


დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო (1992). ის იყო ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი.


როგორც ცნობილი ხდება, დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ