17:21 11.01.2021
მაია ცქიტიშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის განვითარების გზა შეინარჩუნოს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი პასუხისმგებელია იმაზე, რომ შეინარჩუნოს განვითარების ის გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლისას ჰქონდა შეთავაზებული.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი ენდობა იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება.

 

“უშუალოდ პარტიის ლიდერის და ამ ცვლილებების განმახორციელებლის წასვლა, დროის რა მომენტიც არ იქნებოდა ამისთვის შერჩეული, ძალიან რთულია. თუმცა, როგორც ბატონი ბიძინაც აღნიშნავს, მას აქვს ნდობა იმ გუნდის, რომელიც რჩება. ჩვენზე, „ქართული ოცნების“ გუნდზე არის პასუხისმგებლობა იმისა, რომ შევინარჩუნოთ განვითარების ის გზა, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წლიდან იყო მისი მხრიდან შეთავაზებული, როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას განსაზღვრავს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი