20:05 11.01.2021
ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას ხელი მოაწერეს - ამ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კოლეგებთან შეხვედრას სასარგებლო და მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ.

 

„ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები ჩაუდგებიან სათავეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეთანხმების რეალიზაცია სარგებელს მოუტანს მთლიანად რეგიონს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge