დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

„დემოკრატებმა“ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროექტი ოფიციალურად წარადგინეს 11.01.2021 20:56

წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ ოფიციალურად წარადგინეს რეზოლუციის პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ტრამპს „ამბოხის წაქეზებაში“ ადანაშაულებენ, რაც დაკავშირებულია მის როლზე იმ არეულობაში, რომელიც გასულ კვირას კაპიტოლიუმში დაფიქსირდა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება. იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას წარმომადგენლობითი პალატა მიმდინარე კვირის ბოლოს უყრის კენჭს. დოკუმენტში მოთხოვნილია, რომ მოქმედ პრეზიდენტს გამოეცხადოს იმპიჩმენტი, მომავალში კი მას აეკრძალოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ