დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უილიამ ბერნსი, „ცეერუს" მომავალი დირექტორი - რა საერთო აქვს მას საქართველოსთან? 11.01.2021 21:11

სიმონ კილაძის პოსტი:

ბიძია ჯო "ცე-ერ-უ"-ს დირექტორად უილიამ ბერნსს ნიშნავსო - აშშ-ის ყოფილ ელჩს რუსეთში (2005-2008 წლებში, ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის დროს). იგი 2008-2011 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მოადგილეც იყო. სხვათა შორის, უილიამ ბერნსი ავტორია მემუარული წიგნისა "The Back Channel: A Memoir of American Diplomacy and the Case for Its Renewal", გამოიცა 2019 წელს, უკვე თარგმნილია სხვადასხვა ენებზე, მათ შორის რუსულად ("Невидимая сила: как работает американская дипломатия" // "უჩინარი ძალა: როგორ მუშაობს ამერიკული დიპლომატია". ინტერნეტში არის, მაგრამ ფასიანია (უფასოდ მხოლოდ მცირე ფრაგმენტის გაცნობა შეიძლება). როგორც წიგნის ანოტაციაში წავიკითხე, მასში უილიამ ბერნსი საქართველოს შესახებაც იხსენებს რაღაც-რაღაცეებს.....ვფიქრობ, საინტერესო იქნება წიგნის სრული ვერსიის გაცნობა.
 
მინდა ჩვენს მთარგმნელებს და გამომცემლობებს ვთხოვო: რა თქმა უნდა, მსგავსი წიგნების ქართულად გამოცემის უფლების მოპოვება საკმაოდ დიდ ფინასებთან არის დაკავშირებული, მაგრამ იქნებ შეძლოთ და როგორმე მოვახერხოთ, მეცენატების, ქველმოქმედების დახმარებით. ერთი-ორი სასიყვარულო რომანი რომ გვერდზე გადადოთ და პოლიტიკურ-დიპლომატიური მემუარები გამოსცეთ, არაფერი დაშავდება.
შეგახსენებთ, რომ 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, ბერნსი ასევე მსახურობდა აშშ-ის ელჩად იორდანიაში და იყო მთავარი მომლაპარაკებელი საიდუმლო საუბრებში, რომლებმაც გზა გაუხსნა 2015 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ირანთან გაფორმებულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას. ბერნსს ნათქვამი აქვს, რომ აღადგენს ბირთვულ ხელშეკრულებას, რომლიდანაც ტრამპმა აშშ ცალმხრივად გამოიყვანა 2018 წელს. 64 წლის დიპლომატი ამჟამად ხელმძღვანელობს საერთაშორისო განყოფილებას კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, ის არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკული წერილების ავტორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ