დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 91 მილიონს გადააჭარბა 12.01.2021 10:11

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 91 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.95 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 65 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ