დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მალხაზ გულაშვილი - ბატონო ბიძინა, მადლობას გიხდი, რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი მოგვაშორე 12.01.2021 11:30

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის:

 

„ბატონო ბიძინა, მე პირადად, მადლობას გიხდი იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი დაამთავრე, ეს ბოროტი გველები მოგვაშორე, რომლებიც, ყოველდღიურად შხამავდნენ ქართველ ერს ყოველგვარი ბოროტებით. დღეს ისენი შხამგამოცლილ გველებს გვანან, რომლებსაც, მხოლოდ სისინით შეუძლიათ შეაშინონ და დააფრთხონ საზოგადოება. მადლობა იმ უამრავი პროექტისთვის, რაც განახორციელე. მადლობა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის!


ჯერ კიდევ ვერ ვამბობ მადლობას, - ალბათ ყველას დაავიწყდა სამართლიანობის აღდგენის შესრულება, რომელიც, თუ არ შესრულდა, დიდ პრობლემებს შექმნის. ჯერ კიდევ ვერ გავასამართლეთ ფაშისტური რეჟიმის მესვურები, ჯერ კიდევ ვერ დავალაგეთ ურთიერთობა აფხაზეთისა და ოსეთის მიმართულებით, ჯერ კიდევ ვერ შევძელით ოკუპანტთან პრინციპული და ღირსეული დიალოგი - ჩვენი ქართული ინტერესების დასაცავად, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ცხოვრობს გაჭირვებაში, თუმცა, რაც უმთავრესია, ვართ თავისუფლები, არ ვზივართ ციხეებში, გადასახლებებში, დევნებში; არ კლავენ ხალხს ისე, როგორც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს  და ამ ყველაფრისათვის მადლობა, თუმცა, საკეთებელი კიდევ ბევრია. მე მგონია, რომ პირველ რიგში კადრები, მედიასივრცე, პოლიტიკური სივრცე, საექსპერტო სივრცე... უნდა გადახალისდეს და გაჯანსაღდეს თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ ლაღად, ღირსეულად, ვაკეთებდეთ იმას, რაც ვიცით   და მუდამ ვზრუნავდეთ საქართველოს სადიდებლად!


უღრმესი პატივისცემით, მალხაზ გულაშვილი


მედიაჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი“, - წერს გულაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ