დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ანგელა მერკელი - შეზღუდვების შენარჩუნება აპრილის დასაწყისამდე იქნება საჭირო 12.01.2021 17:26

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „კონსერვატიული პარტიის“ წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნება ქვეყანაში აპრილის დასაწყისამდე იქნება საჭირო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild–ი შეხვედრის მონაწილეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

"თუ ამ ბრიტანული ვირუსის შეჩერებას ვერ მოვახერხებთ, აღდგომისთვის 10-ჯერ მეტი შემთხვევა გვექნება. მკაცრი ზომები კიდევ 8 -10 კვირით გვჭირდება", - განაცხადა მერკელმა.

 

შეგახსენებთ, გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეზღუდვები გამკაცრდა. ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები, სკოლები, საბავშვო ბაღები და მაღაზიების დიდი ნაწილი. 4 იანვარს ქვეყნის მთავრობა და 16 ფედერალური რეგიონი „ლოქდაუნის“ 31 იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ