დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მაშველებმა ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან "შავი ყუთი" ამოიღეს 12.01.2021 19:25

მაშველებმა ინდონეზიაში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილიდან "შავი ყუთი" ამოიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

ინდონეზიის ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამწერი მოწყობილობა ჯაკარტის ნავსადგურში გადაიტანეს. კომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი ბოინგი 737, რომლის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, სამი დღის წინ ჯაკარტის ჩრდილოეთით იავის ზღვაში ჩავარდა. ის ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რადარებიდან მალევე გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკში მიფრინავდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ