ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო პირველი პირი გახდა ქვეყანაში, რომელმაც კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში იანვრის განმავლობაში 6 მილიონამდე ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.
ინდონეზიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დღეს დაიწყო. ქვეყანამ ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac- ისგან ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. მას ასევე ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებებზე, რომელიც AstraZeneca- სა და Novavax-ის ვაქცინების 100 მილიონი დოზის შეძენას ითვალისწინებს.
ინდონეზიის სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა ორგანომ Sinovac-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენების მიზნით ორშაბათს დაამტკიცა.
ცნობისათვის, ინდონეზიაში კორონავირუსის 846 765 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 24 645 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი