დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

«Грузия», «Georgia» თუ «Sakartvelas» - დისკუსია საქართველოს სახელწოდების ირგვლივ 13.01.2021 16:54

რუსეთი ტელეარხის „დოჟდ“-ის («Дожд») პროგრამაში «Здесь и сейчас» ჟურნალისტმა პავლე ლობკოვმა ლიეტუვას რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის სახელწოდების გადარქმევას ეხება - ტერმინ «Gruzija»-ს ნაცვლად ამიერიდან  ოფიციალურად იქნება გამოყენებული «Sakartvelas».

 

პოსტკოლონიალური დისკურსის ფარგლებში, რომელიც 1980-იან წლების დასასრულს წარმოიქმნა, ეს საკითხი ხალხთა თვითგამორკვევას ეხმიანება და ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა“, - ამბობს პავლე ლობკოვი, რომელიც ლინგვისტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს მაქსიმ კრონჰაუზს ესაუბრება.

 

ლინგვისტი აღნიშნავს, რომ „საქართველოს რამდენიმე ისტორიული სახელი აქვს - „იბერია“, „ივერია“, ასევე მოგვიანებით „გეორგია“, „ჯორჯია“, „გრუზია“, რომლებსაც თავისი მიზეზები აქვს. მისი აზრით, „გრუზია“ და „ჯორჯია“ სავსებით ნორმალური, უკვე ტრადიციული სახელწოდებებია, საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული და ამიტომ მათი შეცვლა გამოწვეულია მხოლოდ პოლიტიკით და არა ფილოლოგიურ-ლიგვისტიკური მოსაზრებით. „არიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ თავს სულ სხვაგვარად უწოდებენ, ვიდრე ეს საერთაშორისოდ არის მიღებული (მაგალითად, ფინეთი, გერმანია), მაგრამ სახელწოდების შეცვლას მაინც არ ცდილობენ“, - აცხადებს მაქსიმ კრონჰაუზი.

 

პროგრამის წამყვანი ესაუბრება აგრეთვე პოლიტოლოგ სერგეი მედვედევს, რომლის აზრით, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება ისეთი სახელწოდებით მიმართვა მოითხოვოს, როგორიც მას სურს, როგორიც მას ისტორიულად ჰქვია და როგორსაც სატიტულო მოსახლეობა საკუთარ თავს უწოდებს. „თუ მოლდავიას“ სურს, რომ „მოლდოვა“ იყოს, „გრუზიას“ - „საქართველო“, „ყირგიზიას“ კი „ყირგიზსტანი“, ეს მათი საქმეა. რუსეთმა ამ ყველაფერს პრაგმატულად უნდა შეხედოს. ჩვენ პოსტიმპერიული ეთნოსი ვართ, ყოფილი მეტროპოლია, დიდსულოვნად უნდა მოვუსმინოთ მეზობლებს და ასეთ შემთხვევებში ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ისინი გვთხოვენ“, - ამბობს სერგეი მედვედევი.

 

კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია გაეროში და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ახალი სახელის დამკვიდრება, სერგეი მედვედევი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ დროის საქმეა: „დიდი ბრიტანეთის კოლონიურ იმეპერიაში ბევრი ქვეყნები და ხალხები შედიოდნენ, მათ შორის ცეილონიც. დღესაც ფართოდაა ცნობილი ცეილონის ჩაი... მაგრამ ცეილონს ამჟამად შრი ლანკა ჰქვია და ამ ტერმინით ჩვეულებრივად ვსარგებლობთ... ყველა ყველაფერს მიეჩვევა“.

 

წყაროები:  https://tvrain.ru/teleshow/here_and_now/sakartvelo-522407/

https://tvrain.ru/teleshow/vechernee_shou/litva_pereimenovala_gruziju_v_sakartvello-522447/

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ