18:31 13.01.2021
ნინო წილოსანი - ოპოზიციის ნარატივია  "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების წარმოჩენა 

ოპოზიციის  დღის წესრიგი   და ნარატივი გახდა  „ქართული ოცნების“  შიგნით  დაპირისპირების  შესახებ საუბარი. როგორც  დღეს რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში  გადაცემაში „დროული დიალოგი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, ოპოზიცია ჯერ იმას ამბობდა, რომ საქართველომ დაკარგა მხარდაჭერა, არის საფრთხე საერთაშორისო სანქციების და  ახლა, როცა ეს  განცხადებები გაბათილდა,  ახალი დღის  წესრიგი შექმნა.

 

„არანაირი დაპირისპირება პარტიის შიგნით არ არის.  თითოეული წარმომადგენელი პარტიული ხელმძღვანელობის, თუ რიგითი წევრის,  იმ საქმიანობას  ახორციელებენ, რომელიც დაკისრებული აქვთ“ -  განაცხადა  ნინო წილოსანმა.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ  ხელოვნურადაა შექმნილი აჟიოტაჟი პარტიის თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის კანდიდატურის დასახელების ირგვლივაც. „არ მესმის და არც მინდა ამ თემაზე საუბარი. ირაკლი კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურა არც იყო წარმოდგენილი და კითხვა რატომ ის და არა ეს, უადგილოა“, - განაცხადა  წილოსანმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge ნანა კირცხალია