დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო 13.01.2021 20:22

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაიწყო ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა. კონგრესმენები განიხილავენ დონალდ ტრამპის მიერ „ამბოხის წახალისების“ საკითხს. დოკუმენტი მოითხოვს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას და ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვას. მოსალოდნელია, რომ საკითხზე კენჭისყრა დღესვე გაიმართოს, რის შემდეგაც ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხზე უკვე სენატში იმსჯელებენ, რომელსაც არდადეგები 19 იანვარს უმთავრდება, ანუ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე. ზედა პალატაში საკითხის დასამტკიცებლად სენატორთა ხმების ორი მესამედია საჭირო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ