პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის სოფელ ჭორვილის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ასეთი „უხერხული განცხადებების გაკეთებისას პოლიტიკოსებს მეტი დაფიქრება მართებთ“.
„ყველაზე ნაკლები პრეტენზია, რაც კი შეიძლება გვქონდეს ივანიშვილთან, ეს „პრეტენზიაა“, ანუ რატომ ცხოვრობდა ის ჭორვილაში. სხვა უბედურებებზე მოვთხოვოთ პასუხი, სახელმწიფო რომ მიიტაცა და დაანგრია, ჭაობში და კორუფციაში რომ ჩაალპო, თორემ ნეტავ კი ბევრმა მილიარდერმა მოინდომოს მყუდროდ რაიონში და სოფელში ცხოვრება და იმ კუთხის დახმარება ( როგორც დასავლეთის ქვეყნებშია). მეტი დაფიქრება მართებთ პოლიტიკოსებს ამ ტიპის უხერხულ განცხადებას როცა აკეთებენ და აკნინებენ სოფელს და რაიონს, რა კომპლექსებია, რა ხდება, რა უბედურებაა ეს?! საშიშია ასე ფიქრი და აზროვნება!“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge