დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7138

EUR 3.1703

დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადეს 14.01.2021 10:02

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 232 კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.

 

ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა შორის ათი რესპუბლიკელი იყო.

 

დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ. 

 

აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს, ერთი ვადის განმავლობაში, მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

 

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება შვიდ დღეში იწურება. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

ავტორ(ებ)ი : Reuters თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ