დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

შრომის ინსპექციამ ღამის კლუბი დააჯარიმა 14.01.2021 11:35

13 იანვარს ქ.თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლენილ იქნა ფიზიკური პირის მიერ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მოქალაქე, ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში, ახდენდა დახურული გასართობი ღონისძიების ორგანიზებას, რაშიც მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ათეული ადამიანი.

„ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ერთის მხრივ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა ახალი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ