12:31 14.01.2021
მუსლიმთა თემის წარმომადგენელი - ვითხოვთ მთელ ქვეყანაში მოგვეცეს ღვთისმსახურების საშუალება

ჩოხატაურის ცენტრში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მუსლიმი თემის წარმომადგენლები, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედის  გაიმართვას ითხოვენ. 

 

„ჩვენთვის არადამაჯერებელია გუშინდელი შეხვედრა. ველოდებით მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები, საპატრიარქო და სამუფთო, ცენტრალური ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ეს საკითხი არ გადაწყდება.

 

სახელმწიფოდან, იმისგან, ვინც იქნება პასუხისმგებელი პირი, ვითხოვთ, მუსლიმებს არა მარტო ამ სოფელში, მთელ ქვეყანაში მოგვეცეს ღვთისმსახურების საშუალება“, – განაცხადა აჭარის მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა, ფირუზ წულუკიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი