დღე: 25

ღამე: 17

USD 2.7191

EUR 3.202

პენიტენციური სამსახური - ორ დაწესებულებებში ჩატარებული ტესტირების პასუხები ცნობილია 14.01.2021 15:31

ინტენსიური  პისიარ ტესტირების ფარგლებში, 13 იანვარს, მეთექვსმეტე და მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებებში ტესტირება ჩატარდა. მეთექვსმეტე დაწესებულებაში ტესტირება 234-მა, ხოლო მეთორმეტე დაწესებულებაში 272-მა პატიმარმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, სხვა დაწესებულებების მსგავსად, მოცემულ დაწესებულებებშიც ტესტირება განმეორებით ორ კვირაში ჩატარდება და ამას რეგულარული ხასიათი ექნება.

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ პისიარ ტესტირებას და შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ