16:02 14.01.2021
გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნება“ ელისაშვილს საკუთარი გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს

ალეკო ელისაშვილი დიდიხანია, „ქართულ ოცნებას“ შეერწყა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ალეკო ელისაშვილს საკუთარი გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს.

 

„დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების, ან  პლებიციტის დანიშვნა, სადაც იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვა: უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ბატონი ელისაშვილი დიდი ხანია, შეერწყა „ქართულ ოცნებას“ და მასთან არის ერთ სულ და ერთ ხორც. „ქართული ოცნება“ ელისაშვილს იყენებს სპიკერად საკუთარი გზავნილების გახმოვანებისათვის. მან აირჩია თავისი გზა, შეერწყა „ქართულ ოცნებას“, შევარდნაძის დროინდელ კავშირგაბმულობის კორუმპირებულ მინისტრთან ფრიდონ ინჯიასთან ერთად. ისინი ახმოვანებენ „ქართული ოცნების“ პოზიციას. „ქართული ოცნების“ სხვდასხვა სპიკერების, ელისაშვილი, ან ბატონი ინჯიას ისტერიული საქციელი ამ რეალობას ვერ შეცვლის“, – განაცხადა კანდელაკმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი