დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

გიგი წერეთელი - ალეკო ელისაშვილი ძირითად ოპოზიციურ ფრთას ჩამოშორდა 14.01.2021 17:27

ალეკო ელისაშვილი, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით, ძირითად ოპოზიციურ ფრთას ჩამოშორდა, ანუ იმათ ვინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეა ორიენტირებული და ამ ბოიკოტით შედეგის მიღწევა  რეალურად და არა ფასადურად სურთ - აცხადებს რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ,,ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი.

 

,,მოქალაქეები’’ ორი დეპუტატის პარლამენტში შესვლა საერთო სურათს არ ცვლის. ეს ფასადური მოვლენაა, ფსევდო მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანოს შესაქმნელად საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, მაგრამ ყველა ყველაფერს კარგად ხვდება“,  - აცხადებს გიგი წერეთელი

 

ის აღნიშნავს იმასაც, რომ ივანიშვილის პოლიტიკური სარბიელიდან გასვლა, მხოლოდ ფორმალობაა, მანამ უბრალოდ პასუხისმგებლობა აირიდა, თუმცა მისი მხრიდან  პარტიის კონტროლი კვლავ გაგრძელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ