დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

გიგი წერეთელი - მრავალეროვან საქართველოში რელიგიურ თემების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება 14.01.2021 17:29

,,მრავალეროვან საქართველოში მსგავსი თემების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რადგან სწორედ მას აქვს ყველა ბერკეტი სიტუაცია დააბალანსოს და ასეთი ინცინდენტები თავიდან აირიდოს“ - განაცხადა რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ,,ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

 

ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, წერეთლმა აღნიშნა, რომ ესენსიტიური თემაა და სახელმწიფომ  ყველა ღონე უნდა იხმაროს პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.

 

არც ტრადიცია უნდა დაირღვეს და არც სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა უფლებები უნდა შეილახოს“, - აღნიშნავს წერეთელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი