17:57 14.01.2021
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 2480 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს, აქედან ერთ-ერთი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

“საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ, ერთ-ერთ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი