დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

დავით უსუფაშვილი - დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა, ამიტომ საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს 14.01.2021 20:01

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გარკვეული პერიოდით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება უწევს:

 

 

"მეგობრებო, გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა. ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ. ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს. "ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის" მალე გახარებას გისურვებთ!", - წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ