დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვახტანგ მეგრელიშვილი - ვინ არის ის კაცი, რომელიც გარანტიას გვაძლევს, რომ თუ დაველოდებით, როდის შეგვიწყვეტენ უფლებამოსილებას, მერე ვიღაცა ჩვენზე იზრუნებს 14.01.2021 20:26

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მოლაპარაკებების წარმატების სურვილი არ აქვს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ სტუმრობისას განაცხადა, „გირჩის“ შეთავაზებას ის თუ საჭირო გახდა 60-ივე ოპოზიციონერ დეპუტატს ცალკ-ცალკე გააცნობს.

 

„თუ ჩვენ გვექნება ერთიანი პოზიცია, ჩვენი წარმატების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. ელისაშვილიც გვეთანხმება. ვფიქრობ, საჭიროა „ლელოსთან“ შეთანხმება და საუბარი, მათი აზრის მკაფიოდ გამოტანა, ასევე, გიორგი ვაშაძესა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საუბარი. 60-ივე ოპოზიციონერ დეპუტატს დაველპარაკებით ცალ-ცალკე, თუ საჭირო გახდება... ვინ არის ის კაცი ქვეყანაში, რომელიც გვეუბნება, გარანტიას გვაძლევს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, დაველოდებით როდის შეგვიწყვეტენ უფლებამოსილებას და მერე ვიღაცა ჩვენზე იზრუნებს. მე არ მჯერა ასეთი ინფანტილური სისულელეების, რომელიც ისეთი ჯგუფებისგან ისმის ხოლმე, რომელსაც თავიდანვე ეტყობა, რომ მოლაპარაკებების წარმატების სურვილი არ აქვს. აქ მოსვლამდე ვუსმენდი გიგა ბოკერიას, მას მოლაპარაკებების მიმართ განსაკუთრებულად ეტყობა ეს დამოკიდებულება, რაც მგონია, რომ ისედაც დამარცხებული პარტიისთვის, არაპრაგმატულია. თან მაშინ, როცა შეიძლება კონსტრუქციული პროცესის ჩაშლა დაბრალდეს. მე ვაპირებ, რომ დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და არა „ევროპული საქართველოს“ მენეჯმენტს. მათი აზრი არც კი ვიცი, როგორც ჩანს, მათ ადამიანებად არ თვლიან, ტარიელ ნაკაიძეს, არმაზ ახვლედიანს...“- განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში „მოქალაქეები“ და „გირჩი“არჩევნებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ცალკ-ცალკე შეხვდება და ჩიხიდან გამოსავლის გზებზე ესაუბრება. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზება იქნება „გირჩის“ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციამ ჯამურად მმართველ გუნდს მოუგო, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ