საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 იანვრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება.
„ვირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება. მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიაზე კომენდანტის საათის 18:00 საათიდან ამოქმედება. აღნიშნული ზომა სულ მცირე 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა. ჟამ კასტექსმა ასევე აღმნიშნა, რომ საფრანგეთში კოვიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მაინც არასტაბილურია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 2 830 442 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 69 031 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge