დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

პარლამენტის კომიტეტის გასვლითი სხდომა ხვალ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ფილიალში ჩატარდება 14.01.2021 23:19

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა ხვალ საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის რეგიონულ ფილიალში ჩატარდება. დღის წესრიგშია გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების მოსმენა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა პაპუაშვილის თქმით, გელათთან და ბაგრატთან დაკავშირებით ადგილზე სურთ სიტუაციის გაცნობა.

 

„ჩვენმა კომიტეტმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში უკვე გვქონდა შეხვედრა მინისტრთან, მინისტრის მოადგილეებთან. დავგეგმეთ რამდენიმე გასვლითი სხდომა, კომიტეტის სამუშაო შეხვედრები. პირველი გასვლითი სხდომა არის ქუთაისში, ვინაიდან გვინდა, მათ შორის გელათსა და ბაგრატთან დაკავშირებით ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას. ვნახოთ, რა მდგომარეობაა იქ, რა არის მიზეზები, რა გეგმები არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ კომიტეტზე ამ ყველაფერს მოვისმენთ. ვფიქრობ, რომ დღესდღეისობით ჩვენი კომიტეტისთვის ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და გვინდა, რომ დეტალურად შევისწავლოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ