დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ანდრეი ილარიონოვი ამერიკული კატონის ინსტიტუტიდან დაითხოვეს... კაპიტოლიუმის შტურმის არაკორექტულად შეფასების გამო 15.01.2021 01:13

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: აშშ კატონის ინსტიტუტის მკვლევარი, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი ინსტიტუტიდან დაითხოვეს. მიზეზი კაპიტოლიუმის შტურმის მისეული შეფასებებია. ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს იალრიონოვის ფეისბუკსტატუსს, სადაც ჩანს მკვლევარის არაორდინალური შეფასება:


„ანდრეი ილარიონოვი ამერიკული კატონის ინსტიტუტიდან დაითხოვეს, კაპიტოლიუმის შტურმის არაკორექტულად შეფასების გამო, "რეიხსტაგის დაწვა - 2021"-ო, დაწერა. ინსტიტუტის განცხადებაში ის მოხსენიებულია როგორც ინსტიტუტის ყოფილი უფროსი მეცნიერ-თანამშრონელი. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ილარიონოვი არ იყო მთლად ანტი-პუტინი. თავის სტატიაში, "ჟჟ"-ზე (Живой журнал-რედ.), ზუსტად იმეორებს რუსული ტოკ-შოუების ხაზს აშშ-ს ბოლო თვეების მოვლენების შეფასებებისას. არ მომწონდა მისი როლი რუსეთის ირგვლივ არსებულ კონფლიქტებში. აბა გაიხსენეთ, ვისთანაც მისაუბრია ამ თემაზე... ახლა კრემლის სპიკერები იცინიან, რუსეთში სიტყვის თავისუფლებაა, ამერიკაში არაო. რას არ გაიგონებ ამ არეულ წუთისოფელში?! ისე, ინსტიტუტის გადაწყვეტილებაც გაუგებარია“, წერს ამირან სალუქვაძე.
ილარიონოვის სტატია იხილეთ ბმულზე:

 

 

შეგახსენებთ, რომ ანდრეი ილარიონოვი, წარსულში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი გარკვეული პერიოდი საქართველოშიც საქმიანობდა. ანდრეი ილარიონოვი 2013 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.


რად შეეხება რაიხსტაგის ხანძარს 1933 წელს, ეს ისტორია ასეთია:

 

2019 წელს გერმანიაში მიაგნეს დოკუმენტებს, რომლებმაც შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მეორე მსოფლიო ომისწინა პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მოვლენას, ხანძარს რაიხსტაგის შენობაში. გერმანიის მედიის ცნობით, ქალაქ ჰანოვერის სასამართლოს არქივში იპოვეს ერთ-ერთი თვითმხილველის ჩვენება და სასამართლომ დაადასტურა დოკუმენტის ავთენთურობა. ადოლფ ჰიტლერმა 1933 წლის ხანძარი კომუნისტურ შეთქმულებას მიაწერა და ინციდენტი გამოიყენა საგანგებო მდგომარეობის შემოსაღებად, რითაც, პრაქტიკულად, გააუქმა კონსტიტუცია და გზა გაუხსნა დიქტატურას. ჰანოვერში ნაპოვნ დოკუმენტში ასახულია ნაცისტების გასამხედროებული ჯგუფის, „შტურმაბტაილუნგის“, წევრის, ჰანს-მარტინ ლენინგსის ჩვენება, რომ ხანძრის ღამეს რაიხსტაგში მანქანით მიიყვანა ჰოლანდიელი კომუნისტი მარინუს ვან დერ ლუბე. როცა ლენინგსი და მისი კოლეგები ვან დერ ლუბესთან ერთად მივიდნენ რაიხსტაგში, უკვე იდგა დამწვრის სუნი და ოთახებს კვამლი ედებოდა. ნაცისტებმა შენობისათვის ცეცხლის წაკიდებაში ვან დერ ლუბე დაადანაშაულეს და ის სიკვდილით დასაჯეს. დარწმუნებული ვიყავით, რომ ვან დერ ლუბე დამნაშავე ვერ იქნებოდა, რადგან რაიხსტაგში ხანძარი უკვე გაჩენილი იყო, როცა ის შენობაში მივიყვანეთო, ნათქვამია 1955 წელს სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში. ისტორიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ნაცისტებმა თვითონ წაუკიდეს ცეცხლი შენობას და ვან დერ ლუბე გამოიყენეს რეპრესიების დაწყების გასამართლებლად.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ