დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 მილიონს ასცდა 15.01.2021 10:27

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

 

ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით მსოფლიოში 93.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 66.7 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 709 866 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ