დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი გახარია ირწმუნება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ხარისხიანი ვაქცინა 15.01.2021 11:19

 

საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორ და აზრი ისმის.

 

უბრალოდ ვერც ვხვდები საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია ვაქცინაციის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი, ეს არის, რომ მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი ლოგისტიკური. ასევე, მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორეწინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად უნდა დავიწყოთ. მესამერაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე  ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ კოვიქსის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებებითაც“ -  განაცხადა  გახარიამ.

 

 

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე ისინი წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორ(ებ)ი : geotime

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ