ფრენების განახლება მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისად თუშეთის მიმართულებით ფრენა უნდა გაგრძელდეს- აღნიშნა პრემიერმა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს ჩვენ უნდა მივცეთ ნებართვა გააგრძელოს თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა. მოგეხსენებათ, რომ ამას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში.
"ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით თუშეთში მათთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაბამისი შესაძლებლობა და ამას უკვე მერამდენე წელია მთავრობის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და ეს პროგრამა გაგრძელდება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge