დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქვეყნის დიდ ქალაქებში, ასევე აჭარაში სწავლა კვლავ დისტაციურად განახლდება 15.01.2021 12:15

აჭარასა და ქვეყნის დიდ სკოლებში სკოლები კვლავ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დაიწყება. ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გააჟღერა.

„2021 წლის 18 იანვარს იწყება სასწავლო წლის მეორე სემესტრი და ეს სემესტრი დაიწყება შეზღუდვებით, კერძოდ, დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება, ხოლო აჭარის სკოლები ასევე განახლდება დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა დანარჩენ სკოლას, სწავლა დაიწყება სასწავლო ოთახებში“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე თქმით, ყველა სკოლა, სადაც სწავლა კლასებში დაიწყება, აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით და მზად არის, რომ მოსაწავლეები უსაფრთხოდ მიიღოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ