მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ონლაინ-ენციკლოპედია ვიკიპედია დღეს 20 წლის გახდა.
ვიკიპედია 2001 წლის 15 იანვარს, ამერიკელმა ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა შექმნეს, ინგლისურ ენაზე. მალე გაიხსნა განყოფილებები სხვადასხვა ენაზეც. ვიკიპედიას და მის დობილ პროექტებს ფლობს და მართავს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ფონდი ვიკიმედია“ (Wikimedia Foundation). პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.
ვიკიპედიის მთავარი პრინციპი მოხალისეობაა, სტატიის ავტორები ანაზღაურების გარეშე ანთავსებენ ინფორმაციას გვერდის გამდიდრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რასაც ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა განსაზღვრავს.
დღეისათვის, ვიკიპედია 306 სხვადასხვა ენაზე არსებობს და მოიცავს მილიონობით სტატიას. უდიდესი განყოფილებაა ინგლისურენოვანი ვიკიპედია, რომელიც ამჟამად 6,2 მილიონზე მეტ სტატიას შეიცავს. ვიკიპედია მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტთა ათეულში შედის.
2003 წლის ნოემბერში ვიკიპედიის განყოფილება ქართულ ენაზეც შეიქმნა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge