დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ბუკნარში ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 15.01.2021 13:48

ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ბუკნარში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

ბესო ქათამაძემ ვასილ ჩიგოგიძეს ადგილობრივებისთვის დანაპირების შესრულება მოსთხოვა, საქმე ეხება სოფელში მეჩეთის მშენებლობას. „ქართული ოცნების“ ადგილზე მყოფმა წევრებმა ქათამაძეს პროვოკატორი უწოდეს.

 

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ