ფოთში, სატვირთო მანქანების მძღოლები აქციას მართავენ. შეკრებილები შეკვეთილ რეისებზე დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, თანხა ძალიან მწირია და ტირიფის უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთების გადაზიდვაზე უარს იტყვიან.
„ტარიფებია ძალიან დაბალი, ხელივნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფები გაიზარდოს. საწვავის ფასმა მოიმატა აზერბაიჯანში, საქართველოში, მოიმატებს კიდევ და არ ღირს საერთოდ მუშაობა, არაფერი არ გვრჩება. მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვინახავთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევენ სახლებს. ჩვენი მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადა აქციის მონაწილე გოჩა საჯაიამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი