დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობა დასრულებულია 15.01.2021 15:57

როგორ და რა პირობებით მოხდება საქართველოში ვაქცინაციის დაწყება, ამის შესახებ, სამოქმედო 8 პუნქტიან8ი გეგმა მზადაა - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

 

"დავასრულეთ რვა პუნქტიან გეგმაზე მუშაობა, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის პირობა, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა დაიწყოს აცრის პროცესი, აქედან უმთავრესია რამდენიმე საკითხი: რა პრინციპით უნდა შეირჩეს სამიზნე მოსახლეობა, როგორ უნდა მოხდეს სერვისების მიწოდება, რა ტიპის პირობებია საჭირო შემოტანილი ვაქცინის შენახვისათვის, ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის 60% აიცრება, ასაკობრივი ცენზი 18 წელს ზემოთა", - აცხადებს გამყრელიძე.

 

მისი თქმით, როგორც კი კოვაქსის პლატფორმაზე ვაქცინის მიწოდება დაიწყება, ჩვენს ქვეყანაში პირველი 400 ათასი დოზა შემოვა. ამავე დროს, საქართველოს უფლება აქვს ვაქცინის რამდენიმე სახეობა აირჩიოს და ამ უპირატესობას წინასწარ შეტანილი თანხა აძლევს.

 

"კოვაქსის პლატფორმის წესდების თანახმად, ყველა ქვეყანა საწყის ეტაპზე წარმოებული ვაქცინის 20% მიიღებს, ჩვენს შემთხვევაში ეს 400 000 ამპულაა, რომლითაც მოსახლეობის 60%-ის აცრას შევძლებთ", - აცხადებს გამყრელიძე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ