დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

შალვა პაპუაშვილი - 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა მიიღოს 15.01.2021 16:13

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებში ასახულია მოსახლეობის ნება, ასე რომ, ოპოზიციამ მიიღოს ეს შედეგები და შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც არჩევნების შედეგებში ეჭვის შეტანის საფუძველს გააჩენს.

 

„ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რანაირად შეიფუთება რიგგარეშე თუ ხელახალი არჩევნების თემა, ეს მათი საკითხია, თუმცა საერთო ჯამში საუბრობენ ისევ რიგგარეშე არჩევნებზე. ჩვენ კი ვამბობთ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები შედგა და შედეგებით ასახულია საქართველოს მოსახლეობის ნება. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც რამენაირად ეჭვს შეიტანს ამ შედეგებში. ასე რომ, მიიღონ ეს შედეგები, მიიღონ ის მანდატი, რომელიც მათ მიიღეს საქართველოს მოქალაქეებისგან და შეუდგნენ იმ მოვალეობის შესრულებას, რაც ნიშნავს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ