დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

Pfizer ევროპაში ვაქცინების მიწოდებას დროებით ამცირებს 15.01.2021 16:54

მომავალი კვირიდან კომპანია Pfizer ნორვეგიასა და ევროპაში ვაქცინების მიწოდებას დროებით ამცირებს. ამის შესახებ ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში განაცხადეს.

 

უწყების ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ნორვეგია ვაქცინის 7,8 ათას დოზას გეგმურად ვერ მიიღებს.

 

"მიწოდების შემცირება საწარმოო ობიექტების მოდერნიზაციასთან არის დაკავშირებული. ინსტიტუტმა გადაუდებელი შემთხვევებისთვის ვაქცინების მარაგი უკვე შექმნა. ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება Pfizer მაქსიმალური წარმოების დასაბრუნებლად", - განაცხადეს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში.

 

შეგახსენებთ, ნორვეგია კორონავირუსის ვაქცინის უკუეფექტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მიღება 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და უკურნებელი სენით დაავადებულთათვის ძალიან სარისკოა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ