უნდა დაველოდოთ სიტუაციის სტაბილიზებას და ეპიდემილოგიური სიტუაციის შეცვლას, რადგან ტრანსპორტი არის პირდაპირი ასახვა იმ რისკების, რაც საზოგადოებაში გვაქვს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ შეკითხვას იმის შესახებ, გაიხსნება თუ არა 1 თებერვალს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„უნდა დაველოდოთ სიტუაციის სტაბილიზებას და ეპიდემილოგიური სიტუაციის შეცვლას, რადგან ტრანსპორტი არის პირდაპირი ასახვა იმ რისკების, რაც საზოგადოებაში გვაქვს. როცა შევხედავთ,რომ დადებითობის მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია, სტატისტიკა იკლებს, ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ უსაფრთხო გახსნაზე. ჯერჯერობით ტენდენციები გვაქვს კარგი და ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა გვაჩვენებს რისი საშუალება გვექნება1 თებერვლიდან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი