დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება არ აპირებს  საკუთარ მოქალაქეებთან  პოზიციების დაახლოებას 15.01.2021 18:48

ხელისუფლება არ აპირებს  ჩვენთან, ოპოზიციასთან, უფრო ზუსტად, საკუთარ მოქალაქეებთან  პოზიციების დაახლოებას. როგორც დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა  ლიდერმა ხატია დეკანოიძემ  რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, გადაცემაში  „დროული დიალოგი“ განაცხადა, ისინი არ აპირებენ   შეთავაზებული  კომპრომისული სივრცის მიუხედავად,  კონკრეტულ წინადადებებზე დათანხმებას.

 

„კეთილგონივრული იქნებოდა ხელისუფლებას ესაუბრა ჩვენთან, ვინაიდან ოპოზიციის  ერთიანობის პლატფორმა, რომელიც გაერთიანებული იყო რიგგარეშე არჩევნების  ჩატარების ირგვლივ, უცვლელია. მე მუდმივად მაქვს  ურთიერთობა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან და რაიმე რღვევა ამ  მიმართულებით არ არის“, -  განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

რაც შეეხება ცალკეული  ლიდერების   მხრიდან  სხვადასხვა პოზიციის დაფიქსირებას, მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს აზრის და პოზიციის გამოხატვის უფლება. ეს კომენტარი მან  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებაზე  გააკეთა, რომელიც ეხებოდა  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.  ვაშაძე ამბობდა, რომ  კარგი იქნებოდა,  ბიძინა ივანიშვილთან ერთად  მართვის სადავეებს მიხეილ სააკაშვილიც  ჩამოსცილებოდა.

 

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება პოლიტიკურად არასწორია, ვინაიდან   პოზიცია - ჩვენ გვინდა გაძლიერება და  ვიღაცა უნდა გაიწიოს, არასწორია. „იმისთვის, რომ  გქონდეს პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა, ამ მხარდაჭერის მოსაპოვებლად,  პირველ რიგში,  უნდა  ჩვენ თვითონ ვიმუშაოთ", -  დასძინა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. 

ავტორ(ებ)ი : geotime

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ