დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი - ჩვენ შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორიც იყო აქამდე 15.01.2021 21:16

სოფელ ბუკნარში მდებარე ეკლესიაში სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს. შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილის განცხადებით, მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ.

 

„ლოცვა ყოველთვის არის საკეთილდღეო. დღეს პარაკლისი ჩაატარეს მამებმა, რათა იყოს მშვიდობა. ეპარქიის პოზიცია და მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევა ასეთია – ყველამ შევუწყოთ ხელი, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, დაპირისპირება აღარ იყოს და ჩვეულებრივად გაგრძელდეს ურთიერთობა იმ მეზობელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ. მათ შორის იყოს სიყვარული და ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს კონფლიქტი დასრულდება, თითქმის დასრულებულია. ჩვენ შორის იქნება ისეთივე ძმური ურთიერთობა, როგორიც იყო აქამდე. ბუკნარში სახლი შეიძინა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა სალოცავად, როგორც შემდეგ განმარტეს. მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს იქ მეჩეთი უნდა გაკეთდეს და იმ გაგებით, რომ იქნებოდა ხმამაღალი ლოცვა, ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება. ზოგადად, კონფლიქტი არის ის, რომ ერთმანეთის არ გვესმის სწორად“, – განაცხადა დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ