დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

თენგიზ ცერცვაძე - ბუბა კიკაბიძე ადგა და იკითხა, აბა, აწიეთ ხელი, ვისაც საერთოდ გინახავთ ეს კაციო, მარტო მე ავწიე ხელი 15.01.2021 22:18

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილის ბოლო წლების საქმიანობაზე POSTV-ს ეთერში ილაპარაკა. მან ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა, რომელიც 2005 წელს მოხდა:

 

 

„პირველი შეხვედრა იყო ძალიან მოულოდნელი. მაშინ ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ მითების დონეზე იყო საუბარი. რაღაც გრაფ მონტე კრისტოს მსგავს ცხოვრებას ეწეოდა. ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ არ იცნობდა სახეზე. მისი გარემოცვიდან დამირეკეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთან საუბარი სურდა“, - განაცხდა ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძე მაშინ „შიდსის“ სახელმწიფო პროექტზე მუშაობდა. „გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ტანდაბალი, ცოცხალი, მკვირცხლი ადამიანი. ამოვიდა, გამეცნო... გაგონილი მქონდა ვინ იყო. მას აინტერესებდა კონსულტაცია სამედიცინო საკითხებზე. ცნობილია, რომ ის ძალიან დაინტერესებული კაცია. ყველაფერი, რასთანაც შეხება აქვს, აინტერესებს და აუცილებლად ამ საკითხებში უნდა ჩაიხედოს, გაერკვეს. იქ იყო რაღაც საკითხები, რომელიც საინტერესო პრობლემას ეხებოდა, კერძოდ ვირუსები, რომელიც იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ის სწავლობდა ამ პრობლემას და კითხულობდა. მაშინ ის უცხოეთში უფრო ხშირად იყო, ვიდრე აქ და ფრანგ ექიმებთანაც ჰქონდა გავლილი კონსულტაცია. მოვიდა, ვისაუბრეთ, კარგახანს დარჩა, ალბათ 2 საათი. ჩაეყარა საფუძველი ორმხრივ სიმპათიას და ურთიერთობებს“, - განაცხადა ცერცვაძემ. მისი თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ მათი ურთერთობა გაგრძელდა. 

 

თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთი ამბავი გაიხსენა:

„მოვხვდი სუფრაზე ხელოვნების მუშაკების წრეში. იქ იყვნენ კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, ანზორ ერქომაიშვილი და სხვები, ყველა არც მახსოვს და ვერც ჩამოვთვლი. იქ საინტერესო ფაქტის მოწმე გავხდი: კახი იყო თამადა და თქვა, მოდი, შევსვათ ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო. აქ ვინც ვსხედვართ, ყველა გადაგვარჩინა ბატონი ბიძინას დახმარებამო. აღმოჩნდა, რომ ყველა ვინც იქ იყო, იღებდა მისგან სოლიდურ სტიპენდიას. ბუბა კიკაბიძე ადგა და იკითხა, აბა, აწიეთ ხელი, ვინც პირადად იცნობთ კი არა, საერთოდ გინახავთ ეს კაციო. მარტო მე ავწიე ხელი. თურმე მას არავინ იცნობდა, ისე იღებდა მისგან დახმარებას. ეს იყო ივანიშვილის ცხოვრების წესი“, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ